დიზაინის ტენდენციები

თანამედროვე სასადილო ოთახი: მყუდრო და ელეგანტური სივრცე

სასადილო ოთახი – ადგილი, სადაც ოჯახი და მეგობრები ერთად იკრიბებიან, სადაც იქმნება თბილი და სასიამოვნო მოგონებები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სასადილო ოთახი იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ლამაზი და მყუდრო.

ჭურჭლის შერჩევა

სტილი: შეარჩიეთ ჭურჭელი, რომელიც შეესაბამება თქვენი სასადილო ოთახის საერთო სტილს. თანამედროვე ინტერიერისთვის იდეალურია მარტივი და მინიმალისტური ჭურჭელი, ხოლო კლასიკური ინტერიერისთვის – უფრო დახვეწილი და დეკორატიული.

მასალა: ფაიფური, კერამიკა, მინა – თითოეულ მასალას აქვს თავისი უპირატესობები. ფაიფური გამოირჩევა თავისი ელეგანტურობით და იდეალურია სადღესასწაულო სუფრაზე, კერამიკა კარგად ეწყობა ყოველღიურ, ოჯახურ გარემოს, ხოლო მინა ნებისმიერ სადილს დაამშვენებს.

ფერი: შეარჩიეთ ფერები, რომლებიც შეესაბამება თქვენი სასადილო ოთახის ინტერიერს. ნეიტრალური ფერები უნივერსალურია და ადვილად ერწყმის ნებისმიერ დეკორს.

მაგიდის აქსესუარები

გადასაფარებელი: მაგიდის გადასაფარებელი არა მხოლოდ იცავს მაგიდას, ასევე განსაკუთრებულ სადღესასწაულო გარემოს ქმნის კლასიკურ ინტერიერში. ხოლო თანამედროვე სასადილო ოთახში გადასაფარებლის ნაცვლად ხშირად მცირე ზომის #დასაფენები გამოიყენება.

ხელსახოცები: ყოველთვის უპირატესობა ქსოვილის ხელსახოცებს მიანიჭეთ, რომლებიც ბევრად უფრო ელეგანტურია, ვიდრე ქაღალდის, და განსაკუთრებულ ელფერს აძლევს უბრალო სადილსაც კი.

მცენარეები: ახალი ყვავილები მაგიდას სიცოცხლეს და სიახლეს მატებს.

სანთლები: რომანტიკული ვახშმისთვის სანთლების გამოყენება შეუცვლელია. კლასიკურ ინტერიერში გამოიყენეთ ელეგანტური შანდლები, ხოლო თანამედროვე სასადილო ოთახში მინიმალისტურ სასანთლეებს მიანიჭეთ უპირატესობა.

დეკორატიული ნივთები: შეარჩიეთ ისეთი დეკორის ელემენტები, რომლებიც იდეალურად შეეფერება თქვენს გემოვნებას და სასადილო ოთახის სტილს.

რჩევები:

▪️ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. შეურიეთ სხვადასხვა სტილის და ფერის ჭურჭელი და აქსესუარები, რათა შექმნათ უნიკალური და ინდივიდუალური დეკორი.

▪️ჭურჭლის და აქსესუარების შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი სტუმრების რაოდენობა.

▪️შეარჩიეთ ხარისხიანი ჭურჭელი და აქსესუარები, რომლებიც დიდხანს გაძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *