წესები და პირობები
სამომხმარებლო ხელშეკრულება
შპს „სომა ჰოუმი“-ს ონლაინ მაღაზიით და ვებგვერდით სარგებლობის სამომხმარებლო ხელშეკრულება.
შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „სომა ჰოუმს“ – (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მხოლოდ somahome.store-ს და somahome.ge-ს ვებ-გვერდის და ონლაინ მაღაზიის გამოყენებას. ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც somahome.store-ს და somahome.ge-ს პლატფორმა;
პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართის მოპოვება კომპანიის მხრიდან ხორციდლდება უშუალოდ მომხმარებლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვითა და შესაბამისი მიზნის ფარგლებში. ვებ გვერდზე განთავსებული ნივთის შეძენის მიზნით (პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე) მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ნივთის მიწოდების ადგილის მოპოვება კომპანიის მხრიდან ხორციდლდება უშუალოდ მომხმარებლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვითა და შესაბამისი მიზნის ფარგლებში ვებ. გვერდზე განთავსებული ნივთის შეძენის მიზნით (მომხმარებელი დარეგისტრირებულია პლატფორმაზე) მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ნივთის მიწოდების ადგილის მოპოვება კომპანიის მხრიდან ხორციდლდება უშუალოდ მომხმარებლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვითა და შესაბამისი მიზნის ფარგლებში.
ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას somahome.store-ს და somahome.ge-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში, რათა შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს, ხოლო კომპანიამ მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება:
მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება somahome.store-ს და somahome.ge-ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, პლატფორმის საშუალებით განხორციელებული გაყიდვებიდან საკომისიოს დაანგარიშება და ანაზღაურების წესი, ასევე ანგარიშის დახურვა;
გთხოვთ, ვებ–გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს somahome.store-ს და somahome.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. შპს “სომა ჰოუმი”-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, კანონმდებლობის დაცვით ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. ანგარიში – ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.1.2. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
1.1.3. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
1.1.4. ვებ-გვერდი – ნიშნავს somahome.store-ს და somahome.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
1.1.5. მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს somahome.store-ს და somahome.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს კომპანიის პროდუქცია;
1.1.6. კომპანია, შპს “სომა ჰოუმი”, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, (საიდენტიფიკაციო № 402337397, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, კოსმონავტების სანაპირო, №47.
1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს somahome.store და somahome.ge ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს;
1.1.8. მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებელს;
1.1.9. somahome.store და somahome.ge პლატფორმა – somahome.store-ის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს somahome.store-ს და somahome.ge-ს ვებ-გვერდებს;
1.1.10. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;
1.1.11. უნივერსალური იდენტიფიკატორები – somahome.store-ს და somahome.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ვებ გვერდის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.13. ხელშეკრულება – მომხმარებელსა და შპს “სომა ჰოუმი”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
1.1.14. მარაგი, მარაგშია – პროდუქტის ხელმისაწვდომობის სტატუსი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ონლაინ მაღაზიისთვის და არ იძლევა ინფორმაციას კომპანიის ფიზიკური ფილიალის მარაგების თაობაზე;
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
2. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელირებელი ადასტურებს, რომ:
2.1 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;
2.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს შპს “სომა ჰოუმი”-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.3. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელირებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შპს “სომა ჰოუმმა” მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
2.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.12. შპს “სომა ჰოუმი” ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
3. შპს “სომა ჰოუმი”-ს სრული მომსახურებით სარგებლობისათვის
3.1 მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე somahome.store-ზე ან somahome.ge-ზე;
3.2 რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;
3.3 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით;
3.4 ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას;
3.5. მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნისა და პროცესის გამარტივების მიზნით, შეძენის პროცესში დასაშვებია გამარტივებული ფორმის არსებობა, რომელიც გულისხმობს შესავსები ველების ნაკლებს რაოდენობას. ამ შემთხვევაში, აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის შევსების მიზნით, მყიდველს დაუკავშირდება კომპანიის ოპერატორი.
3.6. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება ამ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება;
4. რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
4.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი;
4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელირებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, somahome.store-ს და somahome.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ;
4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელირებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.4. მომხმარებლის პირადი ნომერი – საიდენტიფიკაციო ნომერი;
4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;
4.6. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
5. ავტორიზაცია
5.1. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელირებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ვებ-გვერდის სრული შესაძლებლობების გამოყენებისთვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები);
5.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
6. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება
6.1. ავტორიზაციის ან ავტორიზაციის გარეშე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა და შესყიდვის განხორციელება, საიტზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
6.2. საიტზე განთავსებული ძიების ან ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
6.3. მომხმარებელი სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
6.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა მომსახურების (მაგ: მიწოდების, განვადების ფასნამატის) საფასური და განახორციელოს შეკვეთის განთავსება.
6.5. მომხმარებელი somahome.store და somahome.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვიდან თბილისში 2-3 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 4-6 სამუშაო დღის განმავლობაში.
6.7. მიწოდების პირობები შემდეგია:
6.8. პლასტიკური ბარათი – VISA / Master Card – ით გადახდის შემთხვევაში, მიწოდება ხდება თბილისში 2-3 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 4-6 სამუშაო დღის განმავლობაში.
6.9 ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვის მეთოდით გადახდის შემთხვევაში, მიწოდება ხდება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვიდან 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში თბილისში, ხოლო რეგიონებში 4-6 სამუშაო დღის განმავლობაში.
6.10 მიწოდება ხორციელდება არჩეული მომსახურების შესაბამისად, მხოლოდ მისამართზე, სართულზე ატანის მომსახურების გარეშე ან სართულზე ატანით კარამდე მიტანით.
6.11 გადახდა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:
6.12 შესყიდვის გვერდზე არჩეული მიწოდების მეთოდის შესაბამისად, გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს პლასტიკური ბარათის და ონლაინ ტრანზაქციის ან საბანკო გადარიცხვის გზით.
6.13 გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს მისამართზე კურიერთან უნაღდო ანგარიშწორების გზით.
6.14 ფილიალიდან გატანის შემთხვევაში მოქმედებს გადახდის ყველა არსებული მეთოდი.
6.15 შეკვეთების დამუშავება ხდება 10:00-დან 18:00 საათამდე. 18 საათის შემდეგ ან კვირას განხორციელებული შეკვეთების დამუშავება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7. ანგარიშსწორება კომპანიასა და მომხმარებელს შორის:
7.1. VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე somahome.store ან somahome.ge
7.2 საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ტარიფის დათვლა არ ხდება ავტომატურად, მომხმარებელი უნდა დაელოდოს ახალ ინვოისს, რომელშიც მითითებული იქნება მიწოდების დაანგარიშებული ტარიფი).
7.3. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.
7.4. კომპანია მომხმარებელს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
7.5 მომხმარებელის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
შეძენილი ნივთის დაბრუნების და გადაცვლის პოლიტიკა
• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნა ნივთის დაბრუნების შესახებ გამოაგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@somahome.ge
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა და გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
• იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
• მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
• მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ფიზიკური სახით.
• თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
• მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.
ხელშეკრულებაზეუარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი:
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
წესებისა და პირობების თანხმობის მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით შპს „სომა ჰოუმი“-ს ონლაინ მაღაზიით და ვებგვერდით სარგებლობის სამომხმარებლო ხელშეკრულებას და შეძენილი ნივთის დაბრუნების და გადაცვლის პოლიტიკას. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს თქვენს ვიზიტს somahome.store-ზე და somahome.ge-ზე და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას, რომელიც ხორციელდება ჩვენი სერვისის გამოყენების შედეგად.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს მომსახურების უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად. სერვისის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას ამ პოლიტიკის შესაბამისად. თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ჩვენს წესებსა და პირობებში.
ჩვენი წესები და პირობები არეგულირებს ჩვენი სერვისის გამოყენებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად წარმოადგენს თქვენს შეთანხმებას ჩვენთან. წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „სომა ჰოუმი”-ის (ს/კ 402337397, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, კოსმონავტების სანაპირო, №47) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება გულისმობს:
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
- ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
- მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში არაუგვიანეს 7 დღისა შეწყვიტავთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას.
თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
პლატფორმაზე არსებული აქტივობები:
თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
- მომხმარებლის პროფილის (ანგარიშის) შექმნა,
- ჩვენთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა,
- ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა,
- ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა,
შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება:
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პლატფორმაზე არსებულ აქტივობებში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ აღნიშნულ აქტივობებში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა:
- თქვენი სახელი და გვარი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- ტელეფონის ნომერი;
- მისამართი;
- დაბადების თარიღი;
- სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკების უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა). იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე მომხამრებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:
“IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ბრაუზერი (ტიპი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები) საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა
ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ
ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და ა.შ.
ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა
ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“, თუმცა გააგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკაზე.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლება უფლებამოსილი ხართ არ დაექვემდებაროთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენზე ახდენს მნიშველოვანი სახის იურიდიული, ფინანსური ან სხვა სახის გავლენას.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი:
- თქვენთან ურთიერთობისთვის;
- თქვენზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
- თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტების მოწოდებისთვის;
- იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებს მარკეტინგული თუ სხვა აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად;
- ჩვენი პროდუქტების მოსაწოდებლად;
- მომხმარებლის გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
- ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების სამართავად;
- ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
- საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად;
- მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
- ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
- როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
- როცა კომუნიკაცია ხორციელდება ჩატის, ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს;
- როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით
ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
- თქვენი თანხმობა;
- სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
- ჩვენი კანონიერი ინტერესები;
- ჩვენი კანონიერი მოვალეობა;
- რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან სამოქალაქო სამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული სახის საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის სააფუძველზე ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:
- წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება;
- ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვა და განხორციელება;
- ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
- ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 5-10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:
ელ-ფოსტის მისამართი: info@somahome.ge
მონაცემების დამუშავება, შეტყობინებაში მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია თუ შპს „სომა ჰოუმი“-ის“ პლატფორმაზე რომელი პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე აცხადებთ უარს ან/და რა სახით გსურთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა.
თუ თქვენ ხართ შპს „სომა ჰოუმი”-ს“ მომხმარებელი თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის/პროფილის გაუქმება კომპანიის წესებისა და პირობებით (ანგარიშის/პროფილის დახურვის პროცედურა) განსაზღვრული წესის დაცვით.
რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?
- მომსახურების დასრულების შემდეგ 3 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო
- კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
- იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
- შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით
- კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
მომსახურეობა დასრულებულად ითვლება მაშინ როცა თქვენს მიერ ჩვენს პლათფორმაზე ბოლო შეძენის განხორციელებიდან არის გასული 3 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში შეძენის ოპერაცია არ განგიხორციელებიათ. ამ შემთხვევაში თქვენი ინფორმაცია წაიშლება ავტომატურად.
ასევე მომხმარებლის მოთხოვნისთანავე სისტემიდან არაუგვიანეს 7 დღისა წაიშლება მისი პირადი ინფორმაცია.
წესებისა და პირობების თანხმობის მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.