სომა ჰოუმის გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ თქვენს სახლში შემოიტანოს სილამაზე, სიმყუდროვე და, რაც მთავარია, უახლესი ტენდენციები. სწორედ ამიტომ, სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი წარმომადგენლები გამეგზავრნენ სტამბოლში, საერთაშორისო ტექსტილის გამოფენაზე HomeTex 2024-ზე დასასწრებად, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან და უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს საოჯახო ტექსტილის ინდუსტრიაში.